გურიის მოამბე

გადათხრილი ცენტრალური გზები და ჩასაფრებული პატრული – ოზურგეთი დღეს

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს თხოვნით, გავაშუქოთ ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ გზებზე არსებული სიტუაცია და ის ფაქტი, თუ როგორ სარგებლობს ამით საპატრულო სამსახური და მასიურად აჯარიმებს მძღოლებს.

მაგალითისთვის, კატასტროფული მდგომარეობაა ოზურგეთის შემსასვლელებში, კონკრეტულად დვაბზუ ოზურგეთის ავტომაგისტრალზე:

“სუპერმარკეტ “გუდმარკეტთან” არ მისული, იმდენად დიდი თხრილებია, მძღოლი იძულებულია მას შემოუაროს, ამ დროს ამ მარკეტთან ჩასაფრებულია პატრული და ყველას 100-100 ლარიან ჯარიმას გვიწერს ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, ასეა ძალიან ბევრ ადგილებში, პატრულის არაადამიანობასა და თავხედობას საზღვარი არა აქვს, თხრილებიდან, და ასეთი ოზურგეთის გზებზე უამრავია, რამდენიმე მეტრში არიან ჩასაფრებულები საბჭოთა ინსპექტორებივით და მაშინვე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე-ჯარიმებს გვიწერენ, საბჭოთა კავშირის დროს ინსპექტორი კიდევ რაღაცას გაითვალისწინებდა, ესენი პირდაპირ 100 ლარიან ჯარიმებს მოგართმევენ”

გვიყვებიან აღშფოთებული მძღოლები,

გთავაზობთ მოძრაობა “თავისუფლებისათვის” მიერ მომზადებულ ვიდეოს:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights