გურიის მოამბე

​10 თვის ბარბარეს სიცოცხლის გადასარჩენად 25 000 დოლარია საჭირო

ამ პატარა სხეულში ისეთი უსაზღვრო ძალაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია. რადგან საკვებს ზონდით იღებდა, ცოტა ძალა მოიკრიბა — თითქოს თვითონაც ემზადება იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც წინ ელის. ​სამწუხაროდ, მედიკამენტებმა ეფექტი ვერ იქონია, ღვიძლი თითქმის სრულადაა მოცული და მას სასწრაფოდ ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

ექიმები დიდ იმედს გვაძლევენ, რადგან წარსულში მსგავსი წარმატებული გამოცდილება უკვე ჰქონიათ.

​მისი სიცოცხლის გადასარჩენად 25 000 დოლარია საჭირო. ​იცოდეთ, რომ თითოეული ჩარიცხვის ხმა, თითო ლარიც კი, უდიდესი იმედია ბარბარეს გადასარჩენად. იცოდეთ, რომ ყველა სახელს ვკითხულობთ, რათა თითოეულის მიმართ პირადად გამოვხატოთ ჩვენი უსაზღვრო მადლიერება.” –

ამ მიმართვას პატარა ბარბარეს დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

📌 ჩარიცხვისთვის საბანკო ანგარიშები: ​

• საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): ანგარიში: GE28BG0000000538568071

მიმღები: მარიამი პატარავა (დედა) ​• თიბისი ბანკი (TBC Bank): ანგარიში: GE61TB7051145068100048 👤 მიმღები: მარიამი პატარავა (დედა)

​გთხოვთ, გახდით ჩვენი სასწაულის ნაწილი. თითოეული ლარი, ლოცვა და გაზიარება ახლა მისი სიცოცხლის ფასია… ​#ერთად #ბარბარესთვის #ოზურგეთი #საქართველო #დედები

Verified by MonsterInsights