“როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ღვიძლის დაზიანება, და სხვა მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო”
გვითხრეს, ოზურგეთის მედალფას კლინიკაში.
ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად.
სამი დაშავებული, ამ წუთისთვის “მედალფას” კლინიკაში იმყოფება სხვადასხვა სახის მოტეხილობებითა და ჭრილობებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – აცხადებენ კლინიკაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა, წუხელ, ოზურგეთი შემოქმედის გზის – სოფელ წითელმთის მონაკვეთზე მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში სევარდა;
გარდაცვლილი, თბილისში მაცხოვრებელი, 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში, აბაშმაძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა;
დაშავებულები, ერთი სოფელ წითელმთიდანაა, დანარჩენი ორი კი სოფელ გომიდან;
მომხდარიდან რამდენიმე საათში, “გურიის მოამბეს” გარდაცვლილის ახლობლები დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს, ამ დრომდე ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა, რადგან ახალგაზრდა გოგონას მშობლები გზაში იყვნენ და ამ ტრაგედიის დეტალები არ იცოდნენ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს








