გურიის მოამბე

“ყველაფერს გავაკეთებთ რომ მკვლელის ოჯახი გაცამტვერდეს” – ოზურგეთში სადისტურად მოკლული ქალბატონის ნათესავი

“სამართალმა იზეიმა – ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს – მკვლელი არის გ-ა ე…ძე; რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად აუწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი, მარგო ზოიძე; ჩვენი მწუხარება ცოტათი შემსუბუქდება, რადგან მკვლელი დაკავებულია; მკვლელის ოჯახს პოლიცია იცავს; ოჯახი დაცლილია; სადაც ცხოვრობენ მხოლოდ ამ იზოში იქნება ჭინჭარი; დალპება და ჩამოიშლება; ყველაფერს გავაკეთებთ რომ მკვლელის ოჯახი გაცამტვერდეს; კიდევ ერთხელ მადლობა შსს;  აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლილის რძალის მკვლელი  გვერდით კორპუსში მცხოვრები მეზობელია; რომელიც გარდაცვლილის სუფრაზეა გაზრდილი”

ჩვენი რძალის მკვლელი გვერდით კორპუსში მცხოვრები მეზობელია; რომელიც გარდაცვლილის სუფრაზეა გაზრდილი”

წერს, ნასაკირალში სადისტურად მოკლული ქალბატონის მაზლი ტარიელ გიორგაძე და მკვლელის სურათს და სახელსა და გვარს ავრცელებს

ცნობისათვის:

გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

კრიმინალური ქრონიკარეგიონები

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Verified by MonsterInsights