გიორგი კანდელაკის ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ: ოცნებასთან დაახლოებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ტელეკომპანიაში დასაქმებულებს უკრაინის მხარდაჭერა აუკრძალა

მსოფლიო ჩემპიონი და ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი თავის რეგიონულ ტელეკომპანიაში ჟურნალისტებს უკრაინის მხარდასაჭერი პოსტების გამოქვეყნებას უკრძალავს. ამასთან, კანდელაკი ტელევიზიაში რუსეთის მხარდასაჭერი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რის გამოც ჟურნალისტების ნახევარზე მეტმა კომპანია დატოვა.

კანდელაკმა ტელევიზიის მმართველად პრორუსი რადიკალი “ალტ-ინფოს” იურისტი დანიშნა.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თორნიკე მაისურაძემ განაცხადა, მისთვის მიუღებელია ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

თავად გიორგი კანდელაკიც არ მალავს რუსეთის მიმართ თავის განწყობას. რამდენიმე დღის წინ მან ვარიანში სტალინის ძეგლიც დადგა.

https://newposts.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share