ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ამჟამად ერთი სექციის შეკეთება გახდა შესაძლებელი, თუმცა დენის მიწოდება არ განახლდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქსელი სხვა ადგილებშიც დაზიანებულია. „სარემონტო სამუშაოები ატომური ელექტროსადგურის მიღმა შექმნილი ვითარების მიუხედავად გაგრძელდება,“- განაცხადა გროსიმ.