ივანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მთავარ ჯალათს აფინანსებდა

2005 წლის 7 აპრილს, რუსულ საინფორმაციო პორტალ newsru.com-ში გამოქვეყნდა სტატია “რუსეთის ყველაზე იდუმალმა მილიარდერმა ბორის ივანიშვილმა დუმილის აღთქმა დაარღვის”, სადაც მილიარდერი, გამოცემასთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, 9 აპრილის ჯალათ ალექსანდრ ლებედთან მის ურთიერთობებზე საუბრობს.

კერძოდ, სტატიის ერთ ნაწილში – “ივანიშვილი პოლიტიკის მის ერთადერთი გამოცდილების შესახებ” (Иванишвили о своем единственном опыте в политике). იგი იხსენებს (ციტატა სტატიიდან):

“მე “რასკრუტკა” გავუკეთე (ალექსანდრ) ლებედს, როდესაც ის მიტოვებული პოლიტიკოსი იყო. მე მაშინ ე.წ. “სემიბანკირშჩინაში” (семибанкирщина) შემიყვანეს. ელცინის საარჩევნო შტაბში, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მე კი მისი საარჩევნო შტაბი ბანკის ოფისში განვათავსე, მისი “რასკრუტკა” დავაფინანსე.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მე მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა არჩევნებზე თავისი ხმები ელცინს გადასცა, რითიც მისი გამარჯვება უზრუნველყო. მე მადლობაც კი არავინ მითხრა, ხოლო როცა ლებედი მოხსნეს (უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან), ყველამ გაიხსენა, რომ ის მე მოვიყვანე და გამინაპირეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პოლიტიკაში ჩავერთე”.

შემდეგ, როდესაც ლებედი კრასნოიარსკის გუბერნატორად იყრიდა კენჭს, ივანიშვილი მას, “ძველი ურთიერთობიდან” გამომდინარე, კადრებით დაეხმარა. პირდაპირ არ დაუფინანსებია და პირდაპირ არც დაკავშირებია, – ამბობს ბიზნესმენი.” (ციტატის დასასრული)

წყარო: newsru.com “Самый загадочный российский миллиардер Борис Иванишвили нарушил обет молчания”. 7 апреля 2005 г.

დაინტერესებულ მკითხველს, სრული სურათის შესაქმნელად რამდენიმე განმარტებას ვთავაზობთ:

– * “სემიბანკირშჩინა” (семибанкирщина) – ტერმინი, რომელიც 1997 წელს ტრაგიკულად დაღუპულმა რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი ფადინმა შემოიტანა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში რუსი ოლიგარქებისა და ფინანსური მაგნატების გაერთიანება, რომელთაც ხელი შეუწყვეს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინის მეორე ვადით არჩევას (1996 წ.) და გარკვეულწილად, მის შემცვლეად ვლადიმერ პუტინის დანიშვნას.თუმცა, ხელისუფლებაში მოსული პუტინი მათ ძირითად ნაწილს სათითაოდ გაუსწორდა და საკუთარი კლანი შექმნა. “სემიბანკირშჩინას” წევრებად ძირითადად 7-9 ოლიგარქი სახელდება (ბორის ბერეზოვსკი, ვლადიმირ ხოდორკოვსკი, ვლადიმირ პოტანინი, ვლადიმირ გუსინსკი, მიხაილ ფრიდმანი, პეტრე ავენი, ალექსანდრ სმოლენსკი). მათ რიცხვში ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად არ მოიხსენიება, თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს “სემიბანკირშჩინას” შემადგენლობაში, ვლადიმერ ვინოგრადოვთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი და ბანკ “Российский кредит”-ის თანამეწილე ვიტალი მალკინიც შეჰყავს,

– ** გენერალი ალექსანდრ ლებედი თბილისის, ბაქოსა და მოლდოვის ჯალათი.

(ამონარიდები რუსული ვიკიპედიას მონაცემებიდან, ქართულ ვიკიპედიაში, რატომღაც, მისი სამხედრო „მოღვაწეობიდან“ მოყვანილია მხოლოდ ე.წ. მოსკოვის აგვისტოს პუტჩის მოვლენები)

გენერალი ალექსანდრე ივანეს ძე ლებედი (Алекса́ндр Ива́нович Ле́бедь):

1988 წლის მარტიდან საბჭოთა არმიის 106-ე სამხედრო-სადესანტო დივიზიის მეთაური, მონაწილეობდა თბილისის 1989 წლის 9 აპრილისა და ბაქოს 1990 წლის იანვრის სისხლიან დარბევებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით, 1992-93 წლებში აქტიურად მონაწილეობდა მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებში. კერძოდ, დნესტრისპირეთის სეპარატისტული მოძრაობის სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით. 1992 წლის 27 ივნისს დაინიშნა დნესტრისპირეთში დისლოცირებულ 14-ე არმიის მეთაურად. 1992 წლის 8 ივლისს, ერთ ღამეში, მისი მეთაურობით 14-ე არმიამ გაანადგურა მოლდოველებისა და რუმინელებისაგან შემდგარი სამხედრო დაჯგუფება (2500 დაღუპული). ლებედმა უდიდესი როლი შეასრულა ე.წ. „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის“ შექმნაში და 1993 წლის 12 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იყო თვითმარქვია რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

ამის შემდეგ ლებედი პოლიტიკით დაინტერესდა.

1996 წლის 11 იანვარს, რუს თემთა კონგრესის ყრილობაზე, დელეგატთა ჯგუფის ინიციატივით, წამოაყენეს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. პირველ ტურში, 1996 წლის 16 ივნისს, მიიღო ხმათა 14,7% და მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბორის ელცინს და სანაცვლოდ 18 ივნისს დაიკავა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი „განსაკუთრებული უფლებამოსილებებით“ და გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი რეკომენდაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პოსტზე პაველ გრაჩოვის მაგივრად დანიშნეს 9 აპრილის ჯალათი გენერალი იგორ როდიონოვი.

1998 წლის 17 მაისიდან სიკვდილამდე იყო კრასნოიარსკის ოლქის გუბერნატორი.

დაიღუპა 2002 წლის აპრილს, ვერტმფრენ Ми-8-ის კატასტროფაში, ტბა ოისკოეს რაიონში, კრასნოარსკის მხარეში. კატასტროფის მიზეზებზე მრავალი ჭორი დადის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share