გოგიტიძეები – სოციალისტი გურული აზნაურები

ფაქტია, რომ 1902-1906 წლების გურიის მოძრაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ გურიის აზნაურები, ამ მხრივ კი ყველაზე მრავალრიცხოვანად წარმოდგენილი იყვნენ გოგიტიძეები.
.
რუსების მთავრობას პირველად ფირალად გავარდნილი აზნაური მიხაკო გოგიტიძე დაუპირისპირდა, რომელმაც სვანიძესთან ერთად 1891 წელს ბათუმში როტშილდის ქარხნის მოსამსახურეს ლებედევს თავს დაესხა და 1000 თუმანი წაართვა. ამის შემდეგ გოგიტიძე გურიაში გადასულა და თავის ნათესავებთან იმალებოდა. 1892 წელს პოლიციას გოგიტიძის თავშესაფრისათვის ალყა შემოურტყამს, დიდი სროლის შემდეგ გოგიტიძე მოუკლავთ, მოკლულს ტანთ ლევან გურიელის ტანსაცმელი სცმია და მისი თოფიც თან ჰქონია. გოგიტიძის მფარველობისათვის რუსებმა ლევან გურიელი და სამი აზნაური გოგიტიძე გაასამართლეს.
.
ამის შემდეგ ასპარეზზე შემოქმედელი სოციალ-დემოკრატი აზნაურები ძმები ივანე და დიმიტრი ქიშვარდის-ძე გოგიტიძეები გამოდიან, რომლებიც გურიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი და აქტიური წარმომადგენელები გახლდნენ, ორივენი იყვნენ გურიის კომიტეტის წევრები და ამასთანავე გურიის რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების რაზმის „ტერორისტების“ წევრები. ივანე გოგიტიძე 1908 წელს დააპატიმრეს და ამავე წლის 26 სექტემბერს ოზურგეთში ჩამოიყვანეს. ძმის დაკავების შემდეგ მისი წამების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე თვეში დიმიტრი გოგიტიძე თავად ჩაბარდა ოზურგეთში პოლიციას.
.
ასევე აღსანიშნავია სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე გოგიტიძეც, რომელიც ასევე ტერორისტების წევრი იყო და მონაწილება მიიღო 1906 წელს თბილისში გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმასა და მკვლელობაში.
.
– Высший подъем революции 1905-1907 гг: вооруженные восстания
– გაზეთი ივერია – 1892 #61
– გაზეთი ეკალი 1908 წელი #28
.
ფოტო: გურიის რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების ასეულის „ტერორისტების“ მებრძოლები – Гурийские террористы;
Период создания:1905-1906 гг.
Материал, техника: фотобумага, фотопечать; Размер:20х14,6
Место создания:Гурия
Местонахождение: “Государственный центральный музей современной истории России”
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share