ჩოლოქი – ანტოპურო

მდინარე ჩლოქის სახელწოდება თურქული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც შეეხება ამავე მდინარის უფრო ადრინდელ სახელს რუსული წყაროების მიხედვით იგი ატოპურო (Антопуро) გახლავთ.
.
პროფესორი ნორდმანი, რომელმაც 1836 წელს იმოგზაურა გურიაში, გურიის მდინარეების ჩამონათვალში უთითებს მდინარე ანტოპუროს. მანამდე იგივე მდინარე მოხსენიებულია 1835 წლის ამიერკავკასიის სტატისტიკურ აღწერაში (Статистическое описаніе Закавказскаго края), როგორც გურიისა და ქობულეთის საზღვარი – „озеромъ Балеастономъ и рѣкою Ріоном , къ Востоку , съ Имеретією ; къ Югу съ Кобулетскимъ Аджарскимъ округами , отъ коихъ отдѣляется хребтомъ Ахалцихскихъ горъ , и рѣчкою Антопурою ; къ Западу , съ Чернымъ моремъ.“ ხოლო დუბროვინის Исторія войны и владычества русских на Кавказѣ 1871 – ასევეა მითითებული როგორც გურიის საზღვარი და მდინარე ჩოლოქის სახელწოდება – „Гурія прилегаетъ на югѣ къ Турціи, отъ которой отдѣляется небольшимъ горнымъ ручьемъ Чолокою (иначе Антопурою)“.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share