“რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დისტანციურად ააფეთქოს”

უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადაცემის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა ის დისტანციურად ააფეთქოს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის აფეთქებას მოსკოვში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რასაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო სერიოზულად უნდა მიუდგეს და სადგური დეტალურად შეამოწმოს.

„აფეთქებისთვის ისინი ფორმას და მომენტს ეძებენ. ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ სადგურის უკრაინისთვის გადმოცემის შემდეგ ის დისტანციურად ააფეთქონ. რუსეთი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ გეგმის შესახებ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share