იტალიაში ოფიცილური ვიზიტით წასული პრეზიდენტის წინააღდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტზე პოლიტიკურ იერიშად შეაფასა.
გიორგი მსხილაძის განმარტებით, როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ, ,,ქართულმა ოცნებამ” ზურაბიშვილს სამშობლოში ახალი ფრონტი გაუხნა და მისი უფლებამოსულების შებოჭვას ცდილობს.
”ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდა პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დროს ბრიუსელსა და ბერლინში. საკონსტიტუციოზე მიმართვა მოხდა მეორე ვიზიტის დროს. დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს.” – აცხადებს გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.