რომის პაპი ფრანცისკე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ვატიკანის წარმომადგენელი მატეო ბრუნი ამბობს, ამის მიზეზი რესპირატორული ინფექცია გახდა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში პაპი ფრანცისკე სუნთქვით სირთულეებს უჩიოდა, თუმცა არ დაუდასტურდა კორონავირუსი.
ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი სამედიცინო შემოწმებისთვის კლინიკაში დღეს გაემგზავრა – კვლევის შედეგებმა სასუნთქი გზების ინფექცია აჩვენა, რის გამოც, პაპი ფრანცისკე რამდენიმე დღე კლინიკაში იქნება.