ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან დავით მჟავანაძე კურორტ ბახმაროზე უსაფრთხოების ზომების დარღვევის შესახებ საუბრობს:
”ბახმარო 2023
იმ ადგილზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავში თამაშობს, გადაბმულული ელექტრო ენერგიის კაბელი სანიაღვრე არხშია ჩაგდებული, პატარა წვიმაც საკმარისია არხი წყლით რომ აივსოს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia –
არ გვაქვს საკმარისზე მეტი მწარე გამოცდილება, თუ ცეცხლს რატო ეთამაშებით.
კურორტი სულ სამ თვეს მუშაობს და რა გახდა ამ ხნის მანძილზე მაინც, მინიმალური უსაფრთხოების ზომების მიღება!!!!!” – წერს მჟავანაძე.