პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” ისაუბრა: “[სანქციები] ჯერ არ გვინახავს. [ბიძინა ივანიშვილმა] პროპორციულ არჩევნებზე უკან წაიღო დანაპირები; მოსამართლეებზე ღია ტექსტით ელაპარაკებოდნენ, რომ ესაა ნომერ პირველი თემა, რომლითაც ჩვენ ვზომავთ ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. მაინც ისე გააკეთა, როგორც უნდოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის პერსონალურად, მისთვის სანქციები, რაც აღარ არის შორეული სიზმარი, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რეალობა. ერთადერთი ამან შეიძლება, დაახევინოს უკან”.-ისაუბრა ბესელიამ.