ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში საუბრობს: “თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ- ტერორისტული ოჯახი, რომელმაც სრულად მიიტაცა სახელმწიფო. ველოდები ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან და ყველასგან განცხადებას გადადგომაზე. ტექნიკური, არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებით მთავრობის შექმნას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას”.– საუბრობს ნათელაშვილი.