ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს. როგორც ის “ფეისბუქზე” წერს, მათი შეხვედრა 2011 წელს მოხდა.
ხუხაშვილი “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს მიმართავს და ურჩევს, რომ “გავიდეს პოლიტიკიდან”.
“ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა 2011 წლის 8 ოქტომბერს, შენი ინიციატივით. მაშინ მითხარი – “ მე შემოვდივარ პოლიტიკაში. ერთად დავიწყოთ”. გამოგყევი.
ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა – “მე გავდივარ პოლიტიკიდან. ერთად დავამთავროთ”
ახლაც გამოგყვები. არც თუ დიდი დრო დარჩა იქამდე, რომ ეს პროექტიც წარმატებით და მშვიდობიანად განხორციელდეს” – წერს ხუხაშვილი.