გახარიას კიდევ ერთი განცხადება – „საქართველოს სჭირდება პოლარიზაციის დასრულება”

გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია აღმოფხვრას.

„დღეს მე განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე.

საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება,”- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share