უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ნიკა მელიას ციხეში ჯდომაა.
როგორც სოზარ სუბარი ამბობს, როგორც კი გირაოს გადაიხდიან, მელია თავისუფალი იქნება.
„ამის გაკეთება არ უნდათ და ვიღაც ადვოკატების, თუ ფსიქოლოგების არასერიოზულ განცხადებებზე ტყუილად ტეხენ ხმაურს, რომ „ფანდრაიზინგი“ მიმდინარეობს, რათა მელია გათავისუფლდეს. თუ გამოშვება შეუძლებელია, ასეთი ისტერიკა რატომ დაიწყეს? მელია გათავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როცა მელია, მისი ოჯახის წევრები ან მისი პარტია გადაიხდის თანხას.
ალბათ, სამართლებრივ ნაწილზე განმარტებას პროკურატურა გააკეთებს, თუ საჭიროდ ჩათვლის. დეტალებში აღარ შევალ, თუ ვის, რატომ და როგორ შეუძლია გადახდა. რაც შეეხება ბოგველის განცხადებას, ძალიან სასაცილო იყო, როცა სრულიად არასერიოზულ თემას ასეთი პრესკონფერენცია მიუძღვნეს ჯერ ადვოკატებმა, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათმა მხარდამჭერებმა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ არანაირი ფული არ აქვს, მგონი, არც იცნობს მელიას და თქვა, რომ უბრალოდ შეეცოდა და იწყებს „ფანდრაიზინგს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.