ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის 181 დოზა ვაქცინაა გაფუჭებული.
მისი თქმით, რომ არ მოხდეს მომავალში მსგავსი რამ, პოლიციისა და ჯარის სათადარიგო სია შეიქმნება.
“შემდგომში დანაკარგი მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ჩაერთვებიან როგორც აცრის ჯგუფი და მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკიც შეიძლება დადგეს”, – თქვა ტიკარაძემ.
ასტრაზენეკას ერთ შეფუთვაში 10, ხოლო ფაიზერის – 6 ადამიანისთვის სამყოფი დოზაა მოთავსებული. გახსნისას დოზების გამოყენება მალევე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუჭდება.