საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი პატრიარქის მხარდასაჭერად აქციას მართავს.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ მართული მრევლი საპატრიარქოსთან მივა, ისინი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდებიან.
„მოვედი ეროვნულ სამოსში. ჩვენ ვნახეთ ამბოხებული ფრთა ეკლესიაში, რომელიც მეუფე სტეფანეს ფიზიკურად შეეჭრა, ისინი რა თქმა უნდა აქაც შევარდებიან, იყო ამის საშიშროება. ვნახეთ რა ორგანიზაციები დაუკავშირდნენ მათ, ქალთა უფლებები, ფემინისტები, „გირჩელები“, ეკლესიის პირდაპირი მტრები და მოძულეები, ისინი თავისთავად ცხადია აგრესიას მიიტანენ და შევარდებიან. რომც არ შევარდნენ, აქედან რომ ვაყვიროთ და პატრიარქი შეაწუხონ, ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მრევლის სახელით ვართ მოსულები“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.