როგორც იქნა გარწყინდა ქვეყანა! უკვე ისე „განვვითარდით“ და ისე „კარგად მიგვდის“ საქმე – დავეხმაროთ ძალაუფლების მქონეებს, მდიდრებს, ძლიერებს, გამძღრებს და უზრუნველყოფილებს. აბა როგორ! მდიდარს და გამძღარს უნდა დახმარება/გვერდში დგომა, თორემ შეიძლება ქონებითა და ცოდვებით დამძიმებულებს ჩაუსკდეთ ფეხქვეშ მშობლიური მიწა! რაც შეეხება უუფლებოებს, გაჭირვებულებს, ღარიბებს და უქონელნთ, მათ “სიმსუბუქეს” როგორმე გაუძლებს მშობლიური მიწა, ცოტაც კიდევ გაუძელით! ცოტაც! როგორც ერთი ჩემი მეზობელი იყტოდა – „მიდით ბიჭებო! მიდით! თქვენ დეგეგცათ დაბადება!“
კახა ჩავლეშვილი.