ზაფხულამდე საქართველო Pfizer-ის და “ნოვოვაქსის” ვაქცინას ვეღარ მიიღებს

ზაფხულამდე საქართველო Pfizer-ის ვაქცინას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ ორივე ვაქცინის დოზების მიღების სავარაუდო თარიღად აგვისტო დაასახელა.

„ნოვოვაქსთან“ უფრო კონკრეტული საუბარია აგვისტოდან, იმიტომ, რომ ის ჯერ არ იწარმოება და არც დაშვებული არ არის. მან გაიარა კვლევის სამი ფაზა, „ნოვოვაქსი“ არის ძალიან ძლიერი და დიდი ამერიკული ვაქცინების მწარმოებელი კომპანია. მან გააკეთა ახალი გენერაციის ვაქცინა, სპაიკპროტეინზე დამყარებული და მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა სამივე ფაზის. „ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ სერუმ ინსტიტუტს, რომელიც, ასევე, „ასტრაზენეკას“ აწარმოებს და მილიარდი დოზა მან წელს უნდა აწარმოოს „ნოვოვაქსის“, მათ შორის სამასი მილიონი „კოვაქსისთვის“. ამიტომ, ჩვენთან ეს შემოდის „კოვაქსის“ საშუალებით და ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებაა სერუმ ინსტიტუტთან და უკვე მისულია ეს მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე, რომ ჩვენთან შემოვა, იქ წერია აგვისტო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იყოს ივლისი,” – თქვა გამყრელიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share