ჯერ ერთი კვირა დარჩა აღდგომამდე, ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება, დიახ, სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ მოგვიწევს იგივეს გაკეთება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, გასული წლის აღდგომის მსგავსად წელსაც აპირებენ თუ არა მოსახლეობას მოუწოდონ, რომ სახლში დარჩნენ და აღდგომა მოკრძალებულად აღნიშნონ.