რიონის ხეობაში, უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს, აქციების თბილისში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი აქცია 23 მაისს დაანონსდა და ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები გახდა.
რიონის ხეობის მცველები ხელისუფლების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ მთავრობამ მათთან დიალოგისა და შეთანხმების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, მთავრობა აპრიორშიც არ უშვებს, რომ ჰესი არ აშენდება, ეს კი დიალოგის დაწყების ერთ -ერთი ძირითადი წინაპირობა იყო.
„აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.