“ცრემლიანი თვალებით დავამთავრე მაია ასათიანის წიგნი: “სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში”. ძლიერი ქალის ძალიან ემოციური და საინტერესო ავტობიოგრაფიული წიგნი: ყდაზე ტყუილად არ აწერია მისი სახელი და გვარი ოქროსფერ ასოებით!” – წერს რულოვსი.
ცნობისთვის, მაია ასათიანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და გასულ წელს გამოსცა. ამბობს, რომ სურვილი ჰქონდა, მისი ნამდვილი ამბავი მოეყოლა.
“ბიოგრაფიული ამბავია, სიყვარულიც არის, ვნებაც, გაჭირვების ამბავიც, მძიმე ბავშვობის და აქედან თავის დაღწევის ამბავი. სწრაფად წაიკითხავთ და, რაც მთავარია, არ მოგბეზრდებათ. დაიწყებთ და ერთი სულის მოთქმით დაამთავრებთ. ველი თქვენს შეფასებებს, წინ კიდევ ერთი თვეა. გადაიაროს ამ ქარტეხილებმა და წიგნიც გამოვა”, – ამბობდა ჟურნალისტი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის წიგნს ეხებოდა.
/www.kvirispalitra.ge