საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელშიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე საუბრობს და მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.
„ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, რომ საარჩევნო უბნებზე არის ამომრჩევლის მაღალი აქტივობა. ეს მაგარია, რადგან მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართული იყო იმისკენ, რომ კოვიდია და არ წახვიდეთ არჩევნებზე. როდესაც სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს არჩევნებზე, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა არჩევნებზე, არავის არ უნდა შეეშინდეს და ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მართლა ქვეყნის ბედი წყდება და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით!“, – მიმართავს სააკაშვილი მხარდამჭერებს.