“იშლება “ქართული ოცნება”, პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, გაუშვეს, შენ სად მირბიხარ დროზე ადრე ხელს რომ აწერ?

პარტია კანონი და სამართალის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაცემა კომენტარში განაცხადა: “ყველაფერი ისე მიდიოდა… ყველაფერს არც ახლა ვიტყვი, მგონი ახლაც არ არის დრო, მაგრამ ისე მიგვყავდა ჩვენ, ოპოზიციას, ძალიან ჭკვიანურად, გონივრულად, არავინ არ იყო ჩაციკლული რაღაცებზე მინდა გითხრათ. თანმიმდევრულად მიდიოდა ყველაფერი, ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, აუცილებლად, იმიტომ, რომ ის რომ კლანია სასამართლოში, ამაზე არ დაილაპარაკებდა არავინ არასოდეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და ესენი კორუფციაზე, კლანზე საუბარს გააგრძელებდნენ, მოქმედებას, ბიუჯეტის ვირთხები და… ეს ყველაფერი, კორუფცია როგორ შეიცვლება, შენ თუ სასამართლოში კლანი გაქვს. ეს ყველაფერი გააკეთა ბოიკოტმა. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი მოიტანა ნიკა მელიას იმხელა პროტესტმა. იშლება [ქართული ოცნება], პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, გაუშვეს, შენ სად მირბიხარ დროზე ადრე ხელს რომ აწერ? ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრულობით ბევრად უფრო საინტერესოს და მეტის წამოღება შეგვეძლო”.-განაცხადა ჩარკვიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share