აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაგზავნის მსოფლიოში.
“ამერიკა არ იქნება ბოლომდე დაცული, მაშინ, როდესაც პანდემია გლობალური მასშტაბით მძვინვარებს. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ შემდეგი 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა ვაქცინას გავგზავნით მსოფლიოში.
ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ეს არის გონივრული ქმედება. ეს არის ძლიერი ნაბიჯი”. –წერს ბაიდენი.