ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აჭარას ეწვევა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს მოინახულებს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ეკონომიკის, სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს გაეცნობა.
რეგიონში სტუმრობის დროს დიპლომატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ღია მმართველობის პრინციპების განვითარების მიზნით, ელჩი ჰარცელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათს მოსაზრებებს მოისმენს.