ბაჩანა შენგელია ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გასაჯაროვებაზე “ოცნების” წევრების კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც ხელს ისევ სააკაშვილისკენ იშვერენ და წერს:
“იმ პარტიის მხარდამჭერები, რომელმაც ძალაუფლება ციხის ფარული ჩანაწერით მოიპოვა, შემდეგ რამდენიმე წელი იმ და სხვა ჩანაწერებით ხალხს კვებავდა, სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ ჩვენებას აწყობდა, ახლა ,,თითქოს” ძალიან შეწუხდნენ ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებულიო. უკრაინულ ვიკილიქსზე ატვირთული ჩანაწერებით რომ არაერთი საქმე გაქვთ აღძრული გადატრიალების მუხლით და ჰაკიმ ფაშას მიერ ატვირთული ვიდეოს გამო ხალხი დაიჭირეთ, რომელთაგან ერთერთი მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა, მაშინ რატომ არ წუხდებოდით? ან რა სტადიაზეა ახლა ის საქმეები? ეს ჩანაწერი თქვენი ფავორიტი ხელისუფლების მიერ რომ არის ჩაწერილი და სავარაუდოდ გავრცელებულიც შიდა დაპირისპირების გამო, ამაზე გიფიქრიათ? თუ ფიქრი თქვენი ძლიერი მხარე არ არის? ერთხელ მაინც სწორად შეწუხდით თქვე უსინდისოებო , რამბალ კოშეს სათამაშოდ რომ გადაგიქციათ ქვეყანა ოლიგარქმა. ღვარეთ ახლა ნიანგის ცრემლები და ელოდეთ სანამ ვინმეს დაჭირდებით ,,ბავშვის ხუშტურების” დასაკმაყოფილებლად”. –წერს ბაჩანა შენგელია.