როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე 50 წლის ასაკში კორონა ვირუსით გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დიმიტრი კვერღელიძე 2014-18 წწ ოზურგეთის საკრებულოში პარტია “თავისუფალი დემოკრატები” – დან” (ირაკლი ალასანია) მოხვდა, მოგვიანებით პარტია დატოვა და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გახდა.
მისი გარდაცვალების შესახებ ყოფილი დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე წერს:
მუხთალია წუთისოფელი…
როცა იმ ქვეყნად მიდის ადამიანი,რა ასაკშიც არ უნდა იყოს დასანანია ,მაგრამ,ახალგაზრდის სიკვდილი,ორმაგად გტკივა?!
როცა შენი მდგომარეობა შევიტყვე,ძალიან განვიცადე,უფალს ვევედრებოდი შენს გადარჩენას…
წახვედი,მაშინ,როცა ძალიან გინდოდა სიცოცხლე, როცა, ძალიან სჭირდებოდი,შენს ლამაზ ოჯახს,შენს მოსიყვარულე მეუღლესა და შვილებს…
ვუსამძიმრებ,ყველა იმ ადამიანს,ვინც გულწრფელად განიცადა შენი დაკარგვა…
მიუხედავად ჩვენი ხშირი კამათისა,ერთმანეთის პატივისცემა,არასდროს დაგვიკარგავს, მუდამ ვაფასებდი,შენს პროფესიონალიზმს და ძალიან დამწყვიტე გული?!
უფალს ვთხოვ,დაგიმკვიდროს სასუფეველი სამარადჟამოდ! მშვიდობით დიმა!
“გურიის მოამბის” რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი კვერღელიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.