სოფელ ძიმითში, ე.წ. შათირის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, როგორც ჩანს სოფლია გამგებლის მოადგილეს “ტუზად” დაეცა. მიხო სიხარულიძემ ასფალტი მხოლოდ ჭიშკართან კი არა, სახლის შესასვლელამდე მიიყვანა და ამტკიცებს, რომ მის ეზოში სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა და უნდა გაკეთებულიყო.
სულ სახელმწიფო მნიშვნელობას არა, მაგრამ ცენტრალური გზის შესახვევად “გვასაღებს” გამგებლის მოადგილის ეზოს ოზურგეთის მერია. ასეა თუ ისე, “ოცნების” ვნებების დაკმაყოფილებას ბიუჯეტიდან ამჯერად 700 000 ლარზე მეტი ხმარდება… თანაც ისე, რომ იქვე მცხოვრებ ადამიანებს ასფალტი ჭიშკრამდეც კი არ დაუგეს და უთხრეს, რომ გამგებლის მოადგილის ეზო საკმარისია…