დღეს, ოზურგეთში, ადმინისტრაციული შენობის წინ გომისმთის მოაგარაკებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას დაპირებების შესრულება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ მათ გურიის ახალდანიშნული გუბერნატორი შეხვდებოდა და მინიმუმ მოუსმენდა, თუმცა გიორგი ურუშაძემ, როგორც კი ხალხი დაინახა, მძღოლი გამოიძახა და ადმინისტრაციული შენობა ისე დატოვა მედიის კითხვებსაც კი არ უპასუხა და ტრადუციული “მიმართეთ პრესსამსახურს” დაიბარა. როგორც ჩანს, ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსმა ისიც კი არ იცის, რომ მის ე.წ. პრესსამსახურს, ვინმე სოფო კაშიას მოვალეობები არეული აქვს და მედიასთან შერჩევითობის პრინციპით თანამშრომლობს.