„არავის აინტერესებს, რას იტყის მკვლელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობს, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს, მაგრამ მეორე მხრივ გვთავაზობენ, რომ ჩვენ სასიკვდილოდ კი ვცემეთ, მაგრამ სიკვდილი სხვა რაღაცის გამო დადგაო. გვეუბნებიან, მოვკალით ადამიანი, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო. ეს კიდევ უარესი ვერსიაა, რასაც ახლა სთავაზობენ საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფერს არასოდეს არ დაიჯერებს.
აღარ არის ყალბი ეტიკეტის დაცვის დრო, ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამართანიშვილი თუ გომელაური? იმიტომ არიან ამ უწყებაში, რომ მიიტაცეს, აბრა არის მხოლოდ გაკრული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროა, მოძალადეების სამინისტრო რომ დაირქვან, ერთადერთი ეს არ აკადრეს ხალხს, დანარჩენი რაც მათ საქმიანობას უკავშირდება, არის ძალადობრივი”, – განაცხადა ნიკამ ელიამ.