საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გუგული მაღრაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ყველაზე ფასეული ადამიანის სიცოცხლეა.
“უპირველესად ვუთანაგრძნობ ლექსოს გამწარებულ დედას და ოჯახს. ამ ტრაგედიით მაინც მივხვდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე ფასეული. ჯანდაბას ყველა სხვა ფასეულობები,” – დაწერა გუგული მაღრაძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.