ადამიანებო, ნებისმიერი ჯანსაღი და გონიერი ადამიანი ყოველთვის დაგმობს სიძულვილს და აგრესიას.
ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია…
ქართველი ერი ყოველთვის გაუძლებს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებს, თუ სულიერად ერთიანი და ძლიერი იქნება…
სამწუხარო ის არის, რომ სწორედ სულიერი ცხოვრების დისბალანსის გამო ხდება ყველა მიმართულებით სიტუაციების უკონტროლობა…
ყველა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა და სხვაზე გადაბრალების ნაცვლად, საკუთარ თავში ვეძებოთ ჯერ პრობლემა და მერე გამოსავალი…
არ შეიძლება ყველაფერში მარტო ერთი მხარე იყოს დამნაშავე…
არ შეიძლება საკუთარი თავის გარდა ყველა ეკლესიის მტრად მიმაჩნდეს…
ცოტა მეტი აზროვნება რომ დავაძალოთ საკუთარ თავს, მივხვდებით, რომ პრობლემები იმაზე ადვილად შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია…
სულ არ მომწონს ეკლესიის და სასულიერო პირების მიმართ აგდებული, ნიჰილისტური დამოკიდებულება…
ან რა მოსაწონია, სასულიერო პირებზე ისეთი საუბარი, რომელიც პატივისცემას და კრძალვას არის მოკლებული, მაგრამ მეც, როგორც სასულიერო პირმა უნდა ვიცოდე, რომ ანაფორის გამო ხელშეუხებლობის გარანტია არ გამაჩნია და ,,ღვთისმსახურის” სტატუსი კანონისგან ვერ დამიცავს…
ამდენი პრობლემა სწორედ იმიტომ დაგროვდა, რომ მარტო ანაფორით სიარული არ აღმოჩნდა საკმარისი ღვთისმახურებისთვის…
სასტიკად არ მომწონს უხეში, უფაქტო, კულტურას მოკლებული საუბრები და დამოკიდებულებები…
პატივისცემას ვერავის მოსთხოვ, პატივისცემა უნდა დაიმსახურო…
თუ არ დავფიქრდებით, მიდგომებს თუ არ შევიცვლით, აუცილებლად უფრო მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით…
მერე დადექი და იქადაგე ამბიონზე რამდენიც გინდა, თუ მსმენელი არ გეყოლა…
ერი კი აქამდე ეკლესიის დამსახურებით მოვიდა…
ამას იქითაც ასე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ნაკლოვანებების გამოსწორების ხარჯზე…
ახალგაზრდებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს… მათი აზრი და გულისტკივილი არ უნდა დავაიგნოროთ…
ისევ ჩვენ მოგვიბრუნდება ბუმერანგივით და არ გეგონოთ, ვინმე კონკრეტული დაზარალდება, ყველა დავზარალდებით…
სულიერად და ინტელექტუალურად მოუმზადებელი მაღალ საფეხურზე არ უნდა იდგეს. მერე მას ამბიცია უჩნდება, რომ ამ საფეხურს იმსახურებს და მის გარშემო მყოფების მართვა მოუნდება, რაც არ გამოუვა, რადგან უპირატესობა სულაც არ ნიშნავს არც ერთ სტატუსს… ჩემთვის ჩემზე უპირატესი არის ჩემზე ნაკითხი, განათლებული, ინტელექტუალი, კულტურული, გონიერი, სულიერად გაწონასწორებული… თუ ეს ყველაფერი ვერ დავინახე, გარეგნულად რაც არ უნდა ეცვას, ყოველთვის ჩემი ინტერესების მიღმა დარჩება და ღმერთიც კი სხვადასხვა გვეყოლება!..
პეტრე კოლხი