ისტორიული სკანდალი ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირადად და მძიმედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ენტონი ბლინკენი უკიდურეს უკმაყოფილებას გამოხატავს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო და მიანიშნებს, რომ ამ პროცესზე საქართველოს მომავალია დამოკიდებული.
იმას, რასაც გულისხმობს სახელმწიფო მდივანი უფრო კონკრეტულად განმარტავს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. კელი დეგნანი ქართულ ოცნებას ახსენებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევით გამოწვეული შეშფოთება ჯერ საელჩოს, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის და ახლა უკვე პირადად ბლინკენის მიერ გაჟღერდა და ეს უკვე უმაღლესი დონის დიპლომატიური გაფრთხილებაა – სანქციები, კი მხოლოდ ერთ-ერთი იარაღია, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ ამოქმედდეს.