ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2008 წლის შემდეგ, ნუნიესს არცერთი ოლიმპიადა არ წაუგია. პეკინის, ლონდონისა და რიოს ოლიმპიადების შემდეგ, შემდეგ, ეს მისი მეოთხე ოქროა. ბოლო ორი წელია, მას საერთაშორისო ასპარეზზე არ უჭიდავია.
იაკობ ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში, ბეჭებზე წმინდად გააკრა ფინელი კოუსმანენი და მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა. ამის შემდეგ კი, ჩილეს კუბელ ფალავანს, აკოსტას სძლია და ფინალში გავიდა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.