პირველ აგვისტოს ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. “ქართული ხმების” 42 წლის სოლისტი რაჭაში, მშობლიურ სოფელში, ხევში გადავარდა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ანსამბლის პროდიუსერის თქმით, აგვისტოში იგეგმება ზურას სახელობის დოღის გამართვა ახმეტაში. გარდაცვლილი მომღერლის მეგობრებს სხვა გეგმებიც აქვთ, რათა უდროოდ წასული ზურას სული უკვდავყონ.
გივი მახაშვილი მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის:
„შენს გარეშე შევხდები ჩემს დაბადების დღეს. ვიცი, ვერ მომილოცავ და ვერ მეტყვი იმ სიტყვებს, რასაც მუდამ მეუბნებოდი. მე გეტყვი აქედან, გულით მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება.
ხვალიდან იმის კეთებას დავიწყებ, რაც შენ გიყვარდა და სიამოვნებას განიჭებდა”.
resonancedaily.com