Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 261 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა.