“მივდივარ “რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე” – რას წერს თეონა ცხომელიძე

ჟურ­ნა­ლის­ტმა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ “რუს­თა­ვი 2”-დან მი­დის.

“როცა ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხარ, მარ­თა­ლი უნდა იყო სამ­თან: მა­ყუ­რე­ბელ­თან, შენს რეს­პონ­დენ­ტებ­თან და სა­კუ­თარ თავ­თან. და­ნარ­ჩე­ნი – მე­გობ­რო­ბა, პი­რა­დი ურ­თერ­თო­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი (როცა ისი­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი არ არი­ან) მე­ნე­ჯმენ­ტიც კი ან უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი – მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

მივ­დი­ვარ “რუს­თა­ვი 2”-დან, რად­გან ვე­ღარ ვხე­დავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვე­თან­ხმე­ბი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის და რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც საგ­რძნო­ბია. 17 წელი ცოტა არაა პრო­ფე­სი­ა­ში, კარ­გად რომ გა­არ­ჩიო სწო­რი და არას­წო­რი. მივ­დი­ვარ სახ­ლში, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ კო­ლე­გებს და მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც აქამ­დე მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც წამ­ყვანს, რე­პორ­ტი­ორ­სა და პრო­დი­უ­სერს ისე გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩემი საქ­მე, რო­გორც სწო­რად მი­მაჩ­ნდა – მო­მე­ყო­ლა ყვე­ლა­ფე­რი და ზუს­ტად ისე, რო­გორც იყო”, – წერს ცხო­მე­ლი­ძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share