“მათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ოპოზიციაში ერთობა აქვთ და ეს საქმით ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება – წინასაარჩევნოდ ცდილობენ ერთობას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა და ამის ნიშნები ჩანს კიდევაც” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.