დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წუხს იმაზე რომ საქართველოში თითქმის ყველა სფეროში უდარდელი წაგების სულია დასადგურებული:
“ფეხბურთშიც, ხელოვნებაშიც, პოლიტიკაშიც, თავდაცვაშიც, სულიერებაშიც და თითქმის ყველგან საქართველოში, ერთი და იგივე სულია დასადგურებული – უდარდელი წაგების სული; რა თავს იკლავ, გაჩერდი, მოერიდე, არ იბრძოლო, არ მოინდომო, არ შეუტიო, არ გაიმარჯვო, არ იყო გამორჩეული და გამარჯვებული, შემთხვევით, ვინმე, შენზე ძლიერი არ გააბრაზო და გააღიზიანო. აი, ამ “მოერიდე და დაიმალე”-მ დაასნეულა ქვეყანა და შეჭამა ქართველების გამარჯვების და წარმატების ჟინი. ეს დამღუპველია, ეს უნდა დამთავრდეს.”