BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მ დრონებით საჰაერო იერიში მიიტანა ISIS-K-ზე, რომელმაც ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი მოაწყო. დაჯგუფების წევრები ნანგარჰარის პროვინციაში იყვნენ.
პირველადი ინფორმაციით, სამიზნე ლიკვიდირებულია, ხოლო დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.
შეგახსენებთ, სწორედ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა 26 აგვისტოს ტერაქტზე, რომელსაც 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.