რაც უფრო მეტად იაზრებს ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე წაგების გარდაუვალობას, მით უფრო აგრესიული ხდება მისი რიტორიკა (და არამარტო რიტორიკა, არამედ მისი და მის მომხრეთა ქმედებები, მაგრამ ამაზე მოგვიანებით).დღეს ნასაკირალში ამოსული თალაკვაძე საკმაოდ აგრესიული ტონით პასუხს სთხოვდა სოფელს , ნასაკირალში ამოსულ პრემიერ-მინისტრს საპროტესტო შეძახილებით და გინებით დახვდითო. სამწუხაროა, რომ წაგების შიში რეალობის აღქმას აკარგვინებს ოცნების ,,ფალავანს” და იმას ,,ასიზმრებს“, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
კიდევ უფრო სამწუხაროა , რომ ვინმე თალაკვაძე, ყოფილი ჩინოვნიკი და ყოფილი მაღლჩინოსანი, თავს უფლებას აძლევს და ადგილობრივ მოსახლეობას ჭკუას არიგებს, მეტიც, უზრდელებს ეძახის მათ სტუმრის არასათანადო დახვედრისთვის, მოვუწოდებ ძმებს, თალაკვაძეებს, საჯაროდ ბოდიში მოუხადონ სოფელს იმ შეურაცხყოფისთვის რომელიც დღეს აკადრეს მოსახლეობას
წერს ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი, ბესო ქათამაძე ფეისბუკის საკუთარ გევრდზე.