“არ შეიძლება, ადამიანებს უთხრა, რომ თქვენ მაინც არაფერი არ გეშველებათ…როგორც ეხლა პირველ ზარზე ვიღებ ყურმილს, მერობის დროსაც ამას გავაკეთებ”-ანზორ მელია

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი გია მამფორია წარადგინა.

გარდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებისა, ანზორ მელიამ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ქვეყნის დასავლური განვითარებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

“არ შეიძლება ასე გაგრძელება, არ შეიძლება, ადამიანებს უთხრა, რომ თქვენ მაინც არაფერი არ გეშველებათ. კოალიციური მთავრობა რომ შეიქნება და  აუცილებლად შეიქმნება, მაგათ ისეთი გეგმა აქვთ: ლაზიკის ქალაქის აშენება, ანაკლიის პორტი… ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის იქნება. როგორც ჩემი ტელეფონი 24 საათი პირველ ზარზე ვიღებ ყურმილს, მერობის დროსაც ამას გავაკეთებ”,- აღნიშნა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმართველობს არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share