“გადასატანი ყუთის” სიები არაუფლებამოსილმა პირებმა დააკომპლექტეს-წყარო

“გადასატანი ყუთის” სიები არაუფლებამოსილმა პირებმა, ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა დააკომპლექტეს, სიაში ვინც უნდოდათ ის შეიყვანეს,მხოლოდ ხელისუფლების და მათი კანდიდატების მხარდამჭერები”

ეს ინფორმაცია, “გურიის მოამბეს” ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოგვაწოდეს.

კომისიის ერთ ერთი წევრი, რომელიც მისი სახელისა და გვარის გაჟღერებისაგან თავს იკავებს, ამბობს, რომ არაუფლებამოსილი პირებს, ხშირ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, მმართველი პარტიისა და მათი კანდიდატის მხარდამჭერებს “გადასატანი ყუთის” სიები პირდაპირ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიაქვთ:

“მაგალითისათვის-ჯუმათის საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი ყუთის სია არაუფლებამოსილმა პირმა, სოფლის ყოფილმა დეპუტატმა, მერაბ ბერიძემ, რომელიც ახლა “ოცნების” მხარდამჭერია, ოცნების” ადგილობრივ კოორდინატორთან, ოლეგ ჩხარტიშვილთან ერთად შეადგინა და საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა, ბერდია ლომიძემ ისე დაამტკიცა, უბნის საარჩევნო ადმ,ინისტრაციასთან არ გადაამოწმა

თავის მხრივ ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს “გადასატანი ყუთის” სხვა სიები აქვთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share