ექიმი ზურბ გურული წერს:
“აუცრელებს ფასიანი მკურნალობა”
“პრეზიდენტი”
—————–
წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომლებიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში.
ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად განწირული იქნება სიკვდილისათვის, რადგან აუცრელების არსებით პროცენტს დაავადება აუცილებლად ურთულდება და მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც ავადმყოფის შენახვა კოლოსალური თანხები ჯდება.
პრეზიდენტმა სრულიად მოუხსნა ვალდებულებები მთავრობას და სრული და უპირობო პასუხისმგებლობა მოსახლოებას დააკისრა პანდემიისა და აცრების პროცესების არაეფექტურ მართვაზე.
მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება.
ცხადია, ამ ფონზე ფერმკრთალდება ის არაჰუმანურობაც, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიჩინა მოშიმშილე პრეზიდენტის მიმართ.”