ცნობისთვის,“მთავარმა არხმა” დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელმაც გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში შესახლებისას მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პირი, რომელმაც მესამე პრეზიდენტს მიმართა ფრაზით –“მოხვედი ჩიტო” გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე გოგა ორდენიძეა, რომელიც წარსულში ნასამართლევია.
გოგა ორდენიძე წლების წინ შსს-ში მუშაობდა, 2006 წელს, როდესაც ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომელი იყო, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ორდენიძემ სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.
საჯარო სამსახურში კი კახა კახიშვილმა დააბრუნა, როდესაც ის სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. წყაროს ინფორმაციით, ორდენიძე კახიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია.