“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე,ნიკა მელია,თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა, სადაც ის გუშინ დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც მელიამ განაცხადა, არავინ იცის 46 ადამიანი რის გამო დაატყვევეს:
“46 ადამიანი დაატყვევეს, არავინ იცის რის გამო. მიზანი ჰქონდათ ერთი, რომ შიში დაენერგათ, რომ მომდევნო დღეებში საპროტესტო მშვიდობიან მწვავე აქციებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოდით ყველა, ვინც ინტერვიუს იძლევა, ვინც ადგილზე დგას, ვინც უბრალოდ გამოსულია, ვისაც მივწვდებით, ყველა დავაკავოთ. დააკავეს დეპუტატები, დააკავეს საკრებულოს წევრები, დააკავეს უბრალოდ გამვლელი ერთი ადამიანიც, რომელსაც არც კი ვიცნობთ, წარმოიდგინეთ.
ნერვებზე თამაშობენ მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ, რომ 46-ვე ადამიანი ბევრად ძლიერი გამოვა. და ამ 46-ვე ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის იბრძვის მშვიდობიანად და მტკიცედ. როგორ შეიძლება ოლიგარქს არ ესმოდეს, რომელიც არც კი ვიცით სად არის, დაკავებებით, მიტაცებულ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს”, – თქვა ნიკა მელიამ.